გამოქვეყნდა იურიდიული ფაკულტეტის „საჯარო სამართლის ჟურნალის“ 2024 წლის პირველი ნომერი, რომელიც აერთიანებს 6 აკადემიურ სტატიას საჯარო სამართლის სფეროში. ახალ ნომერში ნაშრომები ქართველმა და უცხოელმა ავტორებმა წარმოადგინეს.
გამოცემაში იხილავთ:
-
პროფ. ბესარიონ ზოიძის სტატიას „სამართლებრივი უსაფრთხოება: ცნება და გამოხატვის ფორმები (უპირატესად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი)“;
-
ლია შატბერაშვილის სტატიას „მოსამართლის დამოუკიდებლობის ასპექტები: შინაგანი დამოუკიდებლობა – mission impossible?“;
-
მერი აღაპიშვილის სტატიას „მოსაზრებები სამწევროვან ადმინისტრაციულ დავაში საპასუხო უზრუნველყოფის დაშვების საკითხზე“;
-
სესილი ქადარიას სტატიას „გადახდისუუნარობის სამართალწარმოება საკუთრების უფლებისა და გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლებების ჭრილში“;
-
ნინო ცუხიშვილის სტატიას „კეთილსინდისიერების ინსტიტუციური პოლიტიკის შემუშავება საქართველოს საჯარო დაწესებულებებში“;
-
იენს დეპეს სტატიას გერმანულ ენაზე სახელწოდებით „მოსაზრებები მოსამართლის სახესთან დაკავშირებით გერმანიაში“.
„საჯარო სამართლის ჟურნალი“ სრულად ღია წვდომის საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. ჟურნალი დაფუძნდა 2022 წელს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საჯარო სამართლის მიმართულებისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ბაზაზე. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შედგება თსუ-სა და ევროპის უნივერსიტეტების პროფესორებისგან.
ჟურნალის ახალი ნომრის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ჟურნალის ვებგვერდის სანახავად მიჰყევით ბმულს: journalofpubliclaw.tsu.ge